Template:Appeal/Adrianne/ka

Revision as of 20:17, 28 February 2019 by Pcoombe (talk | contribs) (Pcoombe moved page Template:2011FR/Appeal-adrianne/text/ka to Template:Appeal/Adrianne/ka: new location for appeals)
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)

ბავშვობაში, მე მქონდა დიდებული ჩვევა — წიგნები. მე ვკითხულობდი ნებისმიერ წიგნს, რომელსაც ჩემი მშობლები ყიდულობდნენ და შემდეგ მაშინვე ვთხოვდი შემდეგს. მაშინ მათ მოძებნეს თავიანთი საბანკო ანგარიშის დაცვის საშუალება. მათ მიყიდეს ჯეი ეარი.

Adrianne Wadewitz

მეჩვენებოდა, რომ მე ვერასოდეს დავამთავრებდი ამ უდიდეს რომანს, მაგრამ მე ის შემიყვარდა. მეხუთე კლასში ჩვენ დაგვავალეს ჩვენი თანაკლასელებისათვის ჩაგვეტარებინა ნებისმიერი გაკვეთილი ჩვენი სურვილით. მე ვკითხულობდი ლექციებს XIX საუკუნის ლიტერატურაში.

ამჟამად, როგორც თქვენ ალბათ უკვე მიხვდით, მე ინგლისური ენის პროფესორი ვარ. გარდა ამისა, მე შემაქვს წვლილი ვიკიპედიაში, ვარედაქტირებ სტატიებს ისეთ მწერლებზე როგორიცაა, „ფრანკენშტეინის“ ავტორი მერი შელი და „სიამაყე და ცრურწმენის“ ავტორი ჯეინ ოსტინი.

როდესაც მე ვმსჯელობ ჩემ სამუშაოზე ვიკიპედიაში, მე არ ვფიქრობ საკუთარ თავზე, როგორც იმაზე ვინც ინფორმაციას ამატებს; მე წარმოვიდგენ საკუთარ თავს როგორც მასწავლებელს. ვიკიპედიის საშუალებით მე შემიძლია გავავრცელო ცოდნა საკლასო ოთახის ფარგლებს გარეთ. მხოლოდ გასული თვის განმავლობაში, სტატიას ჯეინ ოსტინის შესახებ 115000-ზე მეტი მნახველი ჰყავდა.

უნივერსიტეტში მე ხელი მიმიწვდება ინფორმაციის მრავალ ხარისხიან წყაროზე, მაგრამ ხალხის უმეტესობას არ შეუძლია ამ წყაროების გამოყენება, რომელიც დამალულია ფასიანი გამოწერის სისტემებში. ვიკიპედიის რედაქტირებით, მე ვცდილობ ამ უსამართლობის გამოსწორებას.

მე მომწონს სიახლეების გაგება. ყოველთვის არის რაღაც სასწავლი. აი რატომ მწამს ასე მტკიცედ, რომ ცოდნა ყველასათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

მეთანხმებით? მაშინ, გთხოვთ, შემომიერთდეთ ვიკიპედიის დახმარებაში.