Template:Appeal/default/ka

Revision as of 02:24, 9 December 2011 by imported>JhsBot (Bot: Replacing 450 mill. with 470 mill.)

კომერცია არ არის ცუდი. რეკლამირება არ არის ბოროტება. მაგრამ არა აქ, არა ვიკიპედიაში.

როდესაც შევქმენი ვიკიპედია, მე შემეძლო მისი გადაქცევა მოგებაზე ორიენტირებულ ვებგვერდად მრავალი სარეკლამო ბანერით, განცხადებით, შემოთავაზებითა და ა.შ., მაგრამ მე გადავწყვიტე სხვა რამის გაკეთება. მრავალი წელი ჩვენ ვშრომობთ, რომ მინიმალური ხარჯებით შესანიშნავი საიტი შევქმნათ. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მისიას, ხოლო სხვებმა ხარჯონ,მოიგონ რამდენიც სურთ. მაგრამ არა ჩვენ ჩვენი საიტი ადამიანების კომფორტულობას ემსახურება.

Google-ს აქვს დაახლოებით მილიონი სერვერი. Yahoo-ს ჰყავს 13,000 თანამშრომელი. ჩვენ გვაქვს 400 სერვერი და გვყავს 95 თანამშრომელი.

  • Google: 1,000,000 სერვერი, 24,000 თანამშრომელი.
  • Facebook: 60,000 სერვერი, 2,000 თანამშრომელი.
  • Microsoft: 220,000 სერვერი, 90,000 თანამშრომელი.
  • Yahoo: 50,000 სერვერი, 13,900 თანამშრომელი.
  • ვიკიპედია: 400 სერვერი, 95 თანამშრომელი.

ვიკიპედია არის მსოფლიოს ნომერ მეხუთე საიტი და ყოველთვე მას სტუმრობს 470 მილიონი ადამიანი, რომლებიც მილიარდობით გვერდს ათვალიერებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ამ წერილის თითოეული მკითხველი 5 დოლარს გაიღებს, ჩვენ მოგვიწევს წელიწადში მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოგმართოთ. მაგრამ ყველას არ/ვერ შეუძლია შემოწირულობის გაღება. და ეს ნორმალურია. ყოველ წელს ადამიანთა საკმარისი რაოდენობა გვეხმარება.

წელს გთხოვთ, განიხილოთ 5 ლარის, $5, €10, ¥1000 ან ნებისმიერი სხვა შემოწირულობის გაღების საშუალება.

მადლობა,

ჯიმი უელსი
ვიკიპედიის დამფუძნებელი